რუსეთის განცხადებით, აშშ-ს ავიადარტყმების შემდეგ ტერორისტებმა შეტევა დაიწყეს

აშშ-ს სარაკეტო ავიადარტყმების დასრულებისთანავე ტერორისტული დაჯგუფებები “ისლამური სახელმწიფო” და “ჯაბხატ ან-ნუსრა” სირიის სამთავრობო ჯარების შეტევაზე გადავიდნენ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ დამომბევით აშშ ტერორისტულ დაჯგუფებებს ეხმარება.

რუსეთში გამართულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ს ავიადარტყმების გამო სპეციალურად მოიწვია, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მ დღეს დილით სირიის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდრომს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის პროვინცია იდლიბში სამშაბათს სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო, შურისძიება უწოდა.
ავიადარტყმების შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – სირიის არმიამ გაავრცელა. ამასთანავე, სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “სანა” იტყობინება, რომ ავიადარტყმებს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, შვიდმა კი დაზიანებები მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ბაზის რაიონში ბევრი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში როუმინგი უფასო გახდება
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ ქართული მართლმსაჯულება დუმს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებას” – ოთარ კახიძე