რუსეთის გამარჯვება დონბასში არ იქნება საკმარისი პუტინისთვის ომის დასასრულებლად – აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი

რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის დონბასში რუსეთის გამარჯვება შესაძლოა საკმარისი არ იყოს უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა.

მისი თქმით, არის ნიშნები იმისა, რომ რუსეთს სურს დნესტრისპირეთში სახმელეთო ხიდის გაფართოება.

„ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში უფრო ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, რომლის დროსაც მას სურს მიაღწიოს მიზნებს დონბასის გარეთ“, – თქვა ჰეინსმა.

როგორც ჰეინსმა განაცხადა, პუტინი ელის, რომ დასავლეთის გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში შესუსტდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის – საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიავფიქრობთ, ხომ არ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც – სუბარი