რუსეთის ეროვნული დეფოლტი მხოლოდ დროის საკითხია – ევროკომისიის თავმჯდომარე

„რუსეთის ეროვნული დეფოლტი მხოლოდ დროის საკითხია“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რბილი არაა.

„ყოველ კვირას სანქციები უფრო ღრმად აღწევს რუსეთის ეკონომიკაში: რუსეთში ექსპორტი 70%-ით შემცირდა. 700-მა რუსულმა თვითმფრინავმა დაკარგა ლიცენზია სათადარიგო ნაწილების და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების არარსებობის გამო. ქვეყნები ზურგს აქცევენ ქვეყანას“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროგნოზებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით შემცირდება.

„რუსეთის ეროვნული გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია. ამ ომით პუტინი, ასევე, ანგრევს საკუთარ ქვეყანას და მისი ხალხის მომავალს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაში“პუტინის მზარეული” ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ჩავიდა და კოორდინაციას პირადად გაუწევს დონბასში მდებარე ვაგნერის სამხედრო ბაზის დაქირავებულ მებრძოლებს
შემდეგი სტატიარუსეთი დონბასის დაცვაზე 8 წლის განმავლობაში საუბრობდა, ახლა ნიღბები მოხსნილია – ადგილობრივ მოსახლეობაში რუსეთის შესახებ ილუზიები გაქრა – პოდოლიაკი