რუსეთის ელჩს არ მისცეს დიპლომატიური უძრავი ქონების მონახულების უფლება

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დართო ნება მოენახულებინა რუსეთის საკუთრებაში არსებული დიპლომატიური უძრავი ქონება. ამის შესახებ მან ისაუბრა სან–ფრანცისკოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მოაწყო არაკომერციულმა ორგანიზაციამ “World Affairs Council”. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “РИА Новости”.
ელჩის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ყველა თხოვნას უარით პასუხობს.
ანტონოვი სან–ფრანცისკოში ჩავიდა ექსპერტებთან და ბიზნესმენებთან შესახვედრად.
შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს აშშ–ს ხელისუფლებამ მოითხოვა რუსეთის სან–ფრანცისკოში მდებარე გენერალური საკონსულოს და კიდევ 2 სავაჭრო წამომადგენლობის დახურვა ნიუ–იორკსა და ვაშინგტონში. თეთრმა სახლმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა როგორც საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიმართ, რომელმაც მოითხოვა აშშ–ს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამუხტარლის, ჩაბუქის და ციანიდის საქმეები- ნანუაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა