10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რუსეთის ელჩი: გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა.

„ნიშანდობლივია, რომ უარყოფს რა, რომ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ქვეყნად იქცა, გერმანია, ყველა მინიშნებით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომზადების კურსს მისდევს, რაც ქვეყნის დაჩქარებულ მილიტარიზაციას, ბუნდესვერის გაფართოებას და სამხედრო სექტორის საბიუჯეტო და ნასესხები სახსრებით გაჯერებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიშსს: სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს
შემდეგი სტატიაგია ჯაფარიძე: როცა სახელმწიფოს სრული მიტაცება დასრულებულია, ან შეიძლება ეს ძალაუფლების კონსოლიდაციის ნაწილია, იწყება პარტიული წმენდა