რუსეთის ეკონომიკა 2016 წელს იმაზე მეტად დავარდება, ვიდრე ელოდებიან

რუსაერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა 2016 წელს 1%-ით დავარდება, ამის შესახებ ფონდის ექსპერტები ჟურნალ World Economic Outlook Update-ში წერენ.
ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსული ეკონომიკის ვარდნას 0,6%-ით ვარაუდობდა. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ექსპერტების ვარაუდით, მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0 %-ი იქნება.

მოხსენებაში ექსპერტები ასევე საუბრობენ ჩინურ ეკონომიკაზე და მის წლიურ ზრდას 6,3%-ით ვარაუდობენ, ინდოეთისას კი – 7,5%-ით.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ პანკისელი იმამის აიუფ ბორჩაშვილის საქმე განაახლა
შემდეგი სტატიაპოპოვი კუჭავას ადვოკატთან შეხვედრას ფარული კამერით იწერდა(ფოტო+ვიდეო)