რუსეთის ეკლესიამ ყირიმის ეპარქიების დაქვემდებარების გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოკუპირებული ყირიმის ეპარქიები კონტროლის ქვეშ აიყვანოს, რომელიც აქამდე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარებოდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოკუპირებული ყირიმის სამი ეპარქიის წინამძღოლებმა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიმართეს.

მაისის ბოლოს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კრება გამართა, რომლის გადაწყვეტილებით უკრაინული ეკლესიისგან დამოუკიდებლობა და ავტონომია გამოაცხადა. ამის შემდეგ, უკრაინული ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ონუფრიმ, შეწყვიტა პატრიარქ კირილის, როგორც „ჩვენი დიდი ბატონის და მამის“ ხსენება.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის „არაკანონიერმა ქმედებებმა“ მისი სტატუსის შესაცვლელად, შეიძლება, გამოიწვიოს ახალი საეკლესიო განხეთქილება.

banner
წინა სტატიაშიშოიგუ – მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და მზად არიან მარცვლეულის გადასაზიდად
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს