რუსეთის სამთავრობო მედია TASS-ს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა, რომ რუსეთის ეკლესია “თანაგრძნობით ადევნებს თვალს” საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყრდის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას.
“ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიაში იყო. ჩვენ ვწუხვართ, რა თქმა უნდა, ეპისკოპოსზე. ის მსახურობდა მოსკოვში, საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში”, – თქვა სააგენტოს წყარომ.