რუსეთის ძალებმა უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით მასირებული თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის ქალაქ ჩერკასიზე რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა შენობები და დაშავდა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი ავრცელებს ინფორმაციას.

მისი ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საოლქო ცენტრზე დრონებით მასირებული თავდასხმა განახორციელეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რუსეთის არმიის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

იერიშის შედეგად დაზიანებულია 15-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები.

გარდა ამისა, ღამით, რუსეთის ძალებმა დრონებითა და რაკეტებით მასირებული დარტყმები განახორციელეს ოდესის ოლქზე. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი და სასწავლო დაწესებულება. ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ცნობით, ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. მართვადი საავიაციო ბომბებით დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთი უკრაინას 82 დრონით დაესხა თავს, საიდანაც 63-ის გაუვნებელყოფა შეძლეს. დარტყმები 12 ადგილას განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში“არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ომის საფასური ჩვენმა ოჯახებმა გადაიხადონ” – უნგრეთის პრემიერი
შემდეგი სტატიადონის როსტოვის პორტზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა, არიან დაღუპულები