რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს. დაშავებულთა შორის 17 ბავშვია.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განახორციელა. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და სკოლა.

ქალაქში საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში – საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს