რუსეთის დუმის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იცავს და ამტკიცებს, რომ „ოცნების“ პრემიერზე ბრიუსელი და ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებენ

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იცავს და ამტკიცებს, რომ „ოცნების“ პრემიერზე ბრიუსელი და ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებენ.
ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ განცხადებაში ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთის სამიზნე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ „უცხო ქვეყნების გავლენას არ ექვემდებარება“.

პუტინის თანამოაზრე პოლიტიკოსი საქართველოს კრიტიკის ამავე „კლუბში“ უნგრეთს, სლოვაკეთსა და სერბეთსაც მოიაზრებს.

ევროპაში ჩვეულებრივი გახდა ვაშნგტონისა და ბრიუსელის მხრიდან მათი შევიწროება, ვინც არაა მზად, მათ ბრმად დაემორჩილოს. მაგალითები საკმარისია: უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო, სერბეთი, სერბთა რესპუბლიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინის შემადგენლობაში.პირდაპირ ძალადობამდე მიდის საქმე. როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, ერთ-ერთმა კომისარმა საუბრის დროს დააშინარიგი ზომებით, რომელთა მიღებაც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ თუ უცხოელ აგენტებზე ვეტოს დაძლევენ და მაგალითად მოიყვანა ბოლო მცდელობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: “ხედავ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოო”, – წერს ვოლოდინი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან” – ჯეფრი საქსი
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს არაბთა საამიროების ელჩს მოუსმენენ – განხორციელდება, თუ, არა Eagle Hills–ის პროექტები?!