რუსეთის დუმას გადაწყვეტილებით, “მტრის მხარეს გადასვლისთვის, მეამბოხეები” 20 წლამდე პატიმრობით დაისჯებიან

რუსეთის დუმაში მიიღეს კანონი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მტრის მხარეს გადასვლისთვის დასჯას ითვალისწინებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, “მეამბოხეებს” 12-დან 20 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ.

ასევე, დუმას მიერ მიღებული ახალი კანონით, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოვდება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭოს დამატებით უფლებამოსილებებს და ბანკების რეორგანიზაციის საშუალებას იძლევა, რომელთა მიმართაც სანქციებია დაწესებული.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ
შემდეგი სტატიაუკრაინამ დროებით ოკუპირებულ დონეცკში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა