რუსეთის დუმამ ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო

რუსეთის დუმამ ერთი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ოჯახური ძალადობები სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიცირდა.
დანაშაულს მსგავსი კვალიფიკაცია მიეცემა იმ შემთხვევაში, თუკი ის პირველად ხდება. განმეორების შემთხვევაში მოქალაქე სისხლის სამართლის კანონით დაისჯება. საუბარია იმ ქმედებებზე, რომლის შედეგადაც ფიზიკური ტკივილი დგება, მაგრამ არა ჯანმრთელობის პრობლემების შეძენა ან შრომისუნარიანობის დაკარგვა.
ამავე დროს, დეკრიმინალიზებულია ცემის ფაქტები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ბავშვზე, ორსულ ქალზე ან შშმ პირებზე.

banner
წინა სტატიაშიპან გი მუნის ძმას და ძმისშვილს კურუფციის შესახებ ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაიემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩარევის შემდეგ 1,5 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა