რუსეთის დუმამ ყალბი ახალი ამბებისა და მთავრობის შეურაცხყოფის შესახებ კანონი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ყალბი ახალი ამბებისა და მთავრობის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მკაცრი კრიტიკის შემდეგ ჩაასწორეს. ინტერნეტ-მედიამ და მოქალაქეებმა “შეცდომის უფლება” მიიღეს, ამავე დროს, ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა ათჯერ გაიზარდა როგორც ყალბი ინფორმაციისათვის, ასევე, მთავრობის შეურაცხყოფისათვის.
საზოგადოების, სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო ორგანოების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციებისათვის ჯარიმა 20-ჯერ გაიზარდა და ის დაახლოებით 12 ათასი ლარის ნიშნულამდე ავიდა, ან პირი 15 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
დუკუმენტს კენჭი 322-მა დეპუტატმა უყარა, მათგან 78 კანონის წინააღმდეგი იყო.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება
შემდეგი სტატიაშალავა ნათელაშვილი ოთარ არშბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოს