რუსეთის დუმა გაზპრომსა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებას განიხილავს 

რუსეთის სახელმწიფო დუმაში რუსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის კომპანია “გაზპრომ-სამხრეთ-ოსეთის” აქციების შესყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმების თაობაზე კანონპროექტი შეიტანეს-ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეთანხმება ერთობლივ საწარმო “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთიდან” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წილის შესყიდვას სიმბოლურ ფასად,ერთ რუბლად გულისხმობს, , რაც ამ საწარმოში “გაზპრომის” წილს 100%-მდე გაზრდის.

თანამშრომლობის ფარგლებში, “გაზპრომი” ვალდებული იქნება 2 მილიარდი რუბლის ინვესტიცია დე-ფაქტო რესპუბლიკაში გაზის სექტორში განახორციელოს. შეთანხმებას ხელი 35 წლის ვადით მოეწერა.
თუ ერთ-ერთი მხარე, ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე წერილობთ არ შეატყობინებს შეთანხმების გაუქმების შესახებ, შეთანხმება ავტომატურად ხუთი წლის ვადით გაგრძელდება.

“გაზპრომი” სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას გაზით 2009 წლიდან ამარაგებს. 2015 წელს ცხინვალმა “გაზპრომის” მიერ შემუშავებული სქემა მიიღო, რაც დე-ფაქტო რესპუბლიკის სრულ გაზიფიკაციას ეხება 2025 წლამდე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა
შემდეგი სტატიახაჯიმბამ და ასადმა მეგობრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი