რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და იახტებს ირლანდიის პორტებში შესვლა აეკრძალება

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და იახტებს ირლანდიის პორტებში შესვლა აეკრძალება, – ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სატრანსპორტო დეპარტამენტმა მიიღო.

ცნობილი ხდება, რომ შეზღუდვა იმ ხომალდებსაც შეეხება, რომლებმაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალეს და რუსეთიდან სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ გადავიდნენ.

თუმცა, დირექტივა გამონაკლის შემთხვევებსაც ითვალისწინებს – შეზღუდვა არ გავრცელდება ენერგეტიკული, ფარმაცევტული და სასოფლო-სამეურნო პროდუქტებით დატვირთულ გემებზე.

ეს გადაწყვეტილება ძალაში მომავალ კვირაში შევა.

banner
წინა სტატიაშიბრუკლინის მეტროში კაცმა რამდენიმე ადამიანს ესროლა
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ