რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით, “RUSSIA” – ბათუმში მსვლელობა გაიმართა

რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით “RUSSIA” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე რუსული სიმბოლიკა გამოჩნდა. მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომელიც ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან.

ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ცნობილია რა დღეს აღნიშნავს დღეს საქართველო და ისინი ბათუმში ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევით ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “ღამე მესიზმრებოდა,რომ იარაღით ვკლავდი! საჯაროდ დავიფიცე რომ შურს ვიძიებდი -ესაა მშობლის ინსტიქტი!”
შემდეგი სტატია“დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე” – სალომე ზურაბიშვილი