რუსეთის დეფოლტის შესახებ განცხადებები არამართლზომიერია – პესკოვი

რემლში არ ეთანხმებიან, რომ რუსეთმა დეფოლტი განიცადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთის დეფოლტის შესახებ გაკეთებული განცხადებები არ არის მართლზომიერი, რადგან ხელისუფლებამ საჭირო გადასახადი ჯერ კიდევ მაისში შეასრულა. მისივე განცხადებით, „ის ფაქტი, რომ ეს თანხა დააკავეს და ის ადრესატამდე არ მივიდა, ეს უკვე რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს“.

„ანუ, ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ამას დეფოლტი ეწოდოს“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიასენატორი რიში უკრაინაში ჩავიდა