“რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის საერთშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შეზღუდვა საპარლამენტო დიპლომატიის დასასრული იქნება”

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელაზე რუსეთის დელეგაციის წევრი ნიკოლაი კოვალევი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის დელეგაციის წევრებს საერთშორისო დონის ღონისძიებებში მონაწილეობას შეუზღუდავენ, ეს საპარლამენტო დიპლომატიის დასასრული იქნება.

მისივე თქმით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუმცა ხვალ ეს შეეხება ყველას.

„მომავალში შესაძლოა, აზერბაიჯანმა მოითხოვოს, რომ სომხეთის პარლამენტის წევრები არ დაესწრონ ღონისძიებებს, სომხეთი თავის მხრივ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოვა. ეს ყველაფერი ხელს უშლის დიალოგს და კონფლიქტების მოგვარებას“,-აღნიშნა კოვალევმა.

რაც შეეხება საქართველოს რეზოლუციას, ოკუპირებელ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კოვალევის თქმით, რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციას და შესაბამისად, რეზოლუციას სადაოს გახდის.

„ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ერთი სურვილით, გადაერჩინა ადამიანთა სიცოცხლე. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, თუ არ ვცდები, 17 სამშვიდობო მოკლეს, მოწვეული სამშვიდობოები, რომელთაც მშვიდობა უნდა დაეცვათ, მოკლეს და დააობლეს მათი შვილები. რა თქმა უნდა, ასეთ დროს რუსეთი დადგა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად“,-აღნიშნა კოვალევმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენ კვლევები არ გვჭირდება
შემდეგი სტატიაპრემიერი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო