რუსეთის დელეგაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც უკრაინა გაიყვანს შეიარაღებულ ძალებს ხერსონიდან, დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და მათზე კონტროლს რუსეთს გადასცემს

გამოცემა „ბლუმბერგი“ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის მიერ უკრაინისთვის წამოყენებული პირობების დეტალებზე წერს.

გამოცემის ცნობით, რომელიც ანონიმური წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის დელეგაციამ სამშვიდობო პროცესისთვის მოითხოვა, რომ უკრაინამ „უზრუნველყოს ნეიტრალური სტატუსი, მის ტერიტორიაზე უცხოური ძალებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე, ოფიციალურად თქვას უარი რუსეთისგან რეპარაციის მოთხოვნაზე, აღიაროს ყირიმის ანექსია და ოთხი რეგიონის ოკუპაცია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები სრულად არ აკონტროლებენ მათ.“

გამოცემის ცნობით, რუსეთის დელეგაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც უკრაინა გაიყვანს შეიარაღებულ ძალებს ხერსონიდან, დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და მათზე კონტროლს რუსეთს გადასცემს. კრემლი ასევე მოითხოვს ამ რეგიონების საერთაშორისო საზოგადოებისგან აღიარებას.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო ავტობუსი ააფეთქა
შემდეგი სტატია“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა