რუსეთის დელეგაცია ქართული მხარის რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებს

ქართული მხარის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „კონფლიქტი საქართველოში“ , რომელიც ეუთოს ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა უკვე მოიწონა, რუსული დელეგაციის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი კოვალიოვი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის პროექტი პოლიტიზებული და ანტირუსულია.

„რეზოლუციის პროექტი არის მეტისმეტად პოლიტიზებული. ის არის ღიად ანტირუსული დოკუმენტი და მოიცავს რუსეთის ფედერაციის მიმართ პრეტენზიების სტანდარტულ კრებულს, მათ შორისაა: თითქოსდა, ოკუპაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე მავთულხლართების აგების გზით, ადამიანების უფლებების დარღვევა. ასეთი ტექსტუალური, დამუშავება ჩვენი აზრით, შესაფერისი არ არის,“- განაცხადა კოვალიოვმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა შესაძლოა, რუსეთს ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : ჩატაევის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად