რუსეთის დედაქალაქში, დრონების შეტევის საფრთხის გამო, ბიზნეს-ცენტრ Moscow City-ში ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თვითმხილველების ცნობით, ხალხის შენობიდან გაყვანა დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო. აღნიშნულ კომპლექსში რუსეთის ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობისა და ციფრული განვითარების სამინისტროები მდებარეობს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქის მისადგომებთან სულ მცირე 17 დრონი ჩამოაგდეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დრონების შეტევის საფრთხის გამო მუშაობა მოსკოვის ყველა აეროპორტმა დროებით შეაჩერა.

















