რუსეთის დედაქალაქს დრონები უტევენ

რუსეთის დედაქალაქს დრონები უტევენ. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 25-მდე უკრაინის დრონი ჩამოაგდეს.

ამავდროულად, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. ხალიჩის გეგმის შესახებ, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას. აღნიშნული გეგმა მოქმედებს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში.

ამ დროისთვის, რამდენიმე რეისი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, მოსაცდელ ზონაშია, რამდენიმე კი გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა წყალტუბოში ჩართულობის მორიგი სივრცე გახსნა
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება – დაუშვებელი