რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს და პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს, აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს:
„საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის მზაკვრულ ხაზს პრინციპით „გათიშე და იბატონე“.
ამჯერად მას სურს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის ისეთი დაწინაურება სურს, რომელსაც თავად დაეყრდნობა. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“ ,_ ნათქვამია რუსული დაზვერვის განცხადებაში [ნეტგაზეთის თარგმანი].















