28.1 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 10, 2026
banner

რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების სანქცირებული კაპიტნებიდან ორი საქართველოს მოქალაქეა

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების კაპიტნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებული პირების სრული ჩამონათვალი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სანქციების სიაში მოხვედრილი ორი საქართველოს მოქალაქე 1989 წლის 19 იანვარს დაბადებული კახა ბორჩხაძე და 1975 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ირაკლი ცინცაძე არიან. სიაში დამატებითი დეტალები ნახსენები არაა. სანქციებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქ არსებული აქტივების გაყინვას მოიაზრებს, ათწლიანი ვადა ექნება. სანქცირებული პირები, სავარაუდოდ, მეზღვაურები არიან.

სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაციით, კახა ბორჩხაძე კვიპროსში დაფუძნებული საზღვაო კომპანიის, Sparta Shipmanagement-ის მიერ დაქირავებული კაპიტანია.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა განაცხადა, რომ ორი წყალქვეშა ნავი, რომელსაც მან ბრძანება მისცა, რომ რუსეთის სიახლოვეს განთავსდეს, უკვე იქ არის, სადაც უნდა იყოს
შემდეგი სტატია“თელასის” განცხადებით, სერვერებზე ჰაკერული შეტევის გამო, მომხმარებლებს შეტყობინებებს ვერ უგზავნის