მოსკოვში ტერორიზმის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი, ალიშერი ისმაცოდა დააკავეს. ამის შესახებ RBC და RTVI მოსკოვის შჩერბინსკის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
ისმაცოდას დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჭიდაობის ფედერაციაშიც დაადასტურეს.
”ჩვენთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა”, – თქვა RBC-ის თანამოსაუბრემ.
ისმაცოდა სპორტის ოსტატია, უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი. მუშაობდა მოსკოვის ოლიმპიური რეზერვის No1 საშუალო სპეციალიზებულ სკოლაში. ასევე წვრთნიდა რუსეთის ახალგაზრდულ გუნდს (16 წლამდე გოგონები) და მოსკოვის ახალგაზრდულ გუნდს (16 წლამდე ბიჭები) თავისუფალ ჭიდაობაში.