რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა იანვრის შემდეგ რეზერვებიდან 43,5 ტონა ოქრო გაყიდა. იმ ფონზე, როდესაც წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 6 ტრილიონ რუბლს მიაღწია – ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
COVID-19-ის პანდემიის დროსაც კი, როდესაც მთავრობა რუბლისა და ფედერალური ფინანსების მხარდასაჭერად სარეზერვო აქტივებს ყიდდა, რუსეთმა 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის აპრილამდე მხოლოდ 7,6 ტონა ოქრო გაასხვისა – რაც მიმდინარე წელს გაყიდული რაოდენობის დაახლოებით მეექვსედია. მანამდე, 8 ივლისს, რუსეთის უდიდესი ოქროს მწარმოებლის, Polyus-ის აქციები მოსკოვის ბირჟაზე 26%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 8,5 მილიარდი დოლარით შეამცირა.
















