რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ მხარეში მდებარე ბრიანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა, მას უკრაინული ძალები დაესხნენ თავს – გუბერნატორი

რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ მხარეში მდებარე ბრიანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა. მას უკრაინული ძალები დაესხნენ თავს, – ამის შესახებ აღნიშნული რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგამაზი იუწყება. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ბოგომაზის თქმითვე, საცხოვრებელ შენობებს უკრაინულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ოლქში სასაზღვრო პუნქტი დაბომბეს, რამაც მანქანები დააზიანა. სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მედიის ცნობით, რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინას ჩრდილოეთით ესაზღვრება და ჩერნიგოვთან ახლოს მდებარეობს.

„დღეს სოფელ კლიმოვოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და დანაკარგია მოსახლეობაში”, – განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

banner
წინა სტატიაშიკიევში ჩეხეთის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ჩავიდნენ
შემდეგი სტატიადედაენის ბაღში ქართული ენის დღე აღინიშნა