რუსეთის ბრძოლა ორი მიმართულებით: საზღვრის გადმოწევა და კინდღის პორტის მშენებლობა

„მზადება ომისთვის ან შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის“ეს მუქარა პირველი არ არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მე მინდა ხაზი გავუსვა არა კარასანის, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულ იქნება ადეკვატური ზომები საქართველოსა და უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ამ კუთხით მახსენდება პუტინის კოსოვოს საკითხებში გაკეთებული ე.წ “დამაშნიე ზაგადოკი”, რომელიც შემდგომ გამოიყენეს და მას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი, მოჰყვა ე.წ აღიარებები რუსეთის მხრიდან, რაც წინასწარ მზადდებოდა. ეხლა ჩვენ ვხედავ იგივე სცენარის განმეორებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ანალიტიკით არ არიან დაკავებული, არ ზომავენ იმ საფრთხეებს, რაც რეალურად მზადდება რუსეთის ფედერაციიდან. ამიტომ მოვუწოდებ ქართულ სახელმწიფოს და ვაფრთხილებ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს”– ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია “თაიმერთან” საუბარში აცხადებს.

მთავარი საფრთხე ცხინვალის მიმართულებაა. საუბარია ავტომაგისტრალზე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე. იცით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის არსებობისას, ძველი რუკები შეიქმნა, სადაც საზღვარი გადმოდიოდა ე. წ ტრასაზე. შემდგომ, დაახლოებით 1964 წელს შეცვალა ეს რუკები და საზღვარი გადაწიეს ძველ საზღვრებში. როდესაც აგვისტოს ომის მოვლენები მოხდა, რუსეთის ფედერაციის მთავარი ამოცანა ე. წ. ტრასის გადაკვეთა იყო და მტკიცებად მოყავდათ ძველი რუკები, თითქოსდა ეს იყო სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ისინი იძულებულნი იყვნენ გადასულიყვნენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. შემდეგ “მცოცავი ოკუპაცია” განპირობებული იყო BP-ის ნავთობსადენის ხელში ჩაგდებით – ეს იყო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.
ეს ასეც მოხდა: მათ ნავთობსადენის კილომეტნახევრიანი მონაკვეთი ჩაიგდეს ხელში, რაც არ გახმაურებულა. ნავთობის მიწოდება შეწყდა და ნავთობსადენის გზა შეიცვალა. ის დღეს საქართვლოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. როდესაც მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები შედეგის მომტანი არ იყო, დაიწყო შემდგომი ეტაპი, ანუ იმ რუკების სისრულეში მოყვანა, რომელიც მაღლა აღვნიშნე – თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო ტრასის ხელში ჩაგდება. ზოგ ადგილებში 200 ,ზოგ ადგილებში 400 მეტრია დარჩენილი მთავარ გზამდე. რეალურად სიტუაციის დაძაბვა და გზის გადაკეტვა ერთი ავტომატის ჯერით შეიძლება. ეს საკითხი განიხილება რუსეთში. თუ მსგავსი ქმედებები განახორციელა მან, ეს წელში გაწყვიტავს საქართველოს და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს.

მეორე საკითხი სიტუაციის დასაძაბავად არის ის, რომ უახლოეს პერიოდში ანაკლიის პორტის საპირწონე პროექტის შექმნა დაიწყო კინდღის ტერიტორიაზე, სადაც უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს კეთდება ანაკლიის პორტის ჩასაშლელად. ეს იქნება ანკლიის პორტისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა. დააკვირდით რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ – რუსეთი ორი მიმართულებით მოქმედებს. პირველი ეს არის კინდღის პორტი და მეორე ეს არის გზის გადაკეტვა იმ ძველი რუკებით, საუბარია გორის მონაკვეთზე. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა იხმაროს რომ საქართველო ასეთი სტრატეგიული ომის მძევალი არ აღმოჩნდეს-აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატიაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში „თიბისი ბანკის“ მაღალი მენეჯმენტის ყოფილი წარმომადგენელი პ.ღ. ფიგურირებს