რუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა ასობით მილიონი ღირებულების ქართული პროდუქცია შევიდეს

20140701145243abashidzekarasiniპრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა ასობით მილიონი ღირებულების ქართული პროდუქცია შევიდეს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულია იმ პროდუქციის ექსპორტით, რომლის ექსპორტიც რუსეთში ამ დრომდე არ ხორციელდება და ეს საკითხი იქნება მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი თემა. მომავალ შეხვედრას სავარაუდოდ, დაესწრება ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, შესაბამისი ექსპერტი, რომელსაც უწყება შეარჩევს.

“ჩვენი განხილვის თემებია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული საკითხები, ასე, რომ ამ საკითხებში ექსპერტის დასწრება, მე ვფიქრობ, ლოგიკური იქნება. მრავალი თემაა განსახილველი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის დაინტერესებული. საუბარია ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე რუსეთში. რაღაც ნაწილი ჩვენი პროდუქციისა ჯერ კიდევ არ გადის და განხილვის სტადიაშია, რომ ეს პროდუქციაც იქნას დაშვებული რუსეთის ბაზაზე. ასობით მილიონის პროდუქცია შეიძლება დამატებით შევიდეს რუსეთის ბაზარზე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება შეხვედრაზე განსახილველ ჰუმანიტარულ საკითხებს, აბაშიძის ინფორმაციით, საუბარია საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს. აბაშიძის თქმით, რამდენიმე მათგანის საქართველოში გადმოყვანა უკვე მოხერხდა და დანარჩენების საქართველოში გადმოყვანაზე სწრაფად მუშაობა მიმდიანრეობს.

banner
წინა სტატიაშიჯიჰადისტებმა პალმირში 240-მდე ადამიანი დახოცეს
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზით რამდენიმე რუსული კომპანიაა დაინტერესებული