რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნება – ნინო ბურჯანაძე

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველომ სწორი პოლიტიკა წარმართოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

ბურჯანაძის თქმით, ეს პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ მოგვარდეს საქართველოს ყველაზე მთავარი პრობლემა – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

“ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორად, ქვეყანაში მოგვარდეს ეკონომიკური პრობლემები. ნარიშკინთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნას რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის იმ საკითხების ნუსხა, რომელიც ჩვენ გავიარეთ”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბუნებრივია წინ არის ძალიან სერიოზული პროცესი მოლაპარაკებების, რომელიც უნდა წარიმართოს ძალიან სერიოზულად.

“მე ვპირდები საქართველოს მოსახელობას, რომ სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ანუ როცა შემოხაზავენ ნომერ სამს და ჩვენ მოვხვდების საქართველოს პარლამენტში, ისე როგორც ეს სჭირდება გუნდს, რომელმაც პრინციპული ცვლილებები უნდა განახორციელოს ქვეყნის გადასარჩენად, ბუნებრეივია, მე წავმართავ ძალიან ფართომაშტაბიან მოლაპარაკებებს და შევძლებ კიდეც იმ პრობლემების მოგვარება დაიწყოს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ზოგადად რაც მინდოდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მეთქვა დანარჩენი უკვე არჩევნების შემდეგ”,-განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ 24 წლის ნიკოლოზ მაზიაშვილს დახმარება ესაჭიროება
შემდეგი სტატიაშუა საუკუნეების ფეოდალის ნამოსახლარს მიაკვლიეს