“რუსეთის ბარბაროსული ცივილიზაციის იზოლირება აუცილებელია” – პოდოლიაკი

“რუსეთის ბარბაროსული ცივილიზაციის იზოლირება აუცილებელია!”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პოდოლიაკმა აგრესორის მიერ უკრაინაში ომის მეორე ფაზის გამოცხადებაზე ისაუბრა.

“რუსეთმა გამოაცხადა “სპეცოპერაციის” მეორე ფაზის დაწყება. მათ უყვართ რაღაც სიმბოლოების გამოგონება და ამ სიმბოლოებით ნაცისტებს ჰგვანან. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას, რომელმაც პრინციპში, ომი არ იცის და მხოლოდ ადამიანების ხოცვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა შეუძლია. არ ვიცი რისი დემონსტრირება სურთ მსოფლიოსთვის, ალბათ თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია. კი ბატონო, ახლა წავლენ დონბასში, სადაც დაკარგავენ გარკვეული რაოდენობით ხალხს, რომლებიც ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ. კარგით, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით”, – თქვა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიათავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში – შარლ მიშელი კიევში ჩავიდა