უკრაინის 59-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის დამრტყმელი უპილოტოების დანაყოფის “Птицы Мадяра” მეთაური რობერტ ბროვდი, საძახისით “მადიარი” წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მიიღეს ტექნოლოგია, რომლითაც საშუალება ეძლევათ, ფრონტის წინახაზზე “სტარლინკის” სიგნალი ჩაახშონ.
მისი თქმით, ისინი ახლა გადიან ამ ტექნოლოგიის აპრობირებას და ემზადებიან მის გამოსაყენებლად.
“მადიარი” ასევე წერს, რომ ჯერჯერობით, საუბარია მხოლოდ განსაზღვრულ დიაპაზონზე, მაგრამ მოგვიანებით, შესაძლოა, მტერმა მოახერხოს სიგნალის ჩახშობა სრულ დიაპაზონზეც.