4 მარტის საღამოს რუსეთის არმიამ ოდესაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტია. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა, ოდესის გარეუბანში კი მამაკაცი გარდაიცვალა.
ოდესის მერის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის დროს, რუსეთის არმიამ ბალისტიკური რაკეტებით კვლავ შეუტია ბელგოროდ-დნესტროვსკის რეგიონს. რაკეტა ცარიელ სანატორიუმს მოხვდა, შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა. არავინ დაშავებულა.