19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
banner

რუსეთის არმია საკუთარ სამხედროებს სისტემატურად ძარცვავს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის არმია სისტემატიურად ძარცვავს საკუთარ სამხედროებს.

“სამხრეთის სამხედრო ოლქის (პასუხისმგებელია საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებზე) სამხედრო მოსამსახურეების დაახლოებით 10%-ს ფინანსური უზრუნველყოფა ან საერთოდ არ მიუღია, ან არასრულად მიიღო. (ამ ოლქში შედის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი 58-ე საერთო საჯარისო არმიაც).

“სამხრეთის სამხედრო ოლქის 2500-ზე მეტ სამხედროს საერთოდ არ მიუღია ანაზღაურება იმის გამო, რომ არ არსებობს მათი სამხედრო სამსახურში გაწვევის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო კიდევ დაახლოებით 3000-ს არ გადაერიცხა ფული საბანკო რეკვიზიტების არქონის გამო.”, – ნათქვამია გურ-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩამომითვალეთ, რა, “კის” ვინ გეუბნებათ”, – “ლელოს” ყოფილი წევრის შეკითხვა ყოფილ თანაპარტიელებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ოსი ბოევიკები მოკლეს