18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

რუსეთის არმია იერიშებს აძლიერებს- ხერსონსა და დნეპროპეტროვსკში ათობით მოქალაქე დაშავდა და დაიღუპა

უკრაინაში ვითარება კვლავ უკიდურესად იძაბება.

სააგენტო „უკრინფორმის“ ინფორმაციით, რუსული არმია დასახლებულ პუნქტებზე იერიშებს აძლიერებს. ხერსონში გაჩერების დაბომბვის პარალელურად, მძიმე დარტყმები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, სადაც 26 ადამიანი დაშავდა, ხოლო თავად ხერსონის ცენტრში საარტილერიო დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

ამასთანავე, რამდენიმე დღით ადრე, რუსულმა არმიამ ხერსონის ცენტრალური ნაწილი არტილერიით დაბომბა, რასაც კიდევ ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საჰაერო განგაში კვლავ აქტიურია.

banner
წინა სტატიაში“ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი”- სალომე ზურაბიშვილი შიო მესამეს
შემდეგი სტატია“სცენარი იცვლება, ახალ ამბავს ვგეგმავთ!”- ზურაბ ჯაფარიძე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე