რუსეთის ამბიციები არასდროს შემოიფარგლებოდა უკრაინით და ჩვენ გვჯერა, რომ მისი ეს ამბიციები სწორედ უკრაინაში დამარცხდება – ზელენსკი

აშშ გმობს აღმაშფოთებელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ისრაელელი პარტნიორების გვერდით და მაქსიმუმს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. ისრაელს, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება დაიცვას თავი ტერორიზმისგან – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-16“) შეხვედრის დაწყებისას, რომელიც რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში იმართება.

ამის შემდეგ კი ოსტინმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე ისაუბრა:

“ახლა კი, ნება მომეცით დავუბრუნდე დღევანდელ შეხვედრას. ამ საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრით ჩვენ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კვლავაც ურყევია” თქვა ოსტინმა.

განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც:

“დღეს ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. პირველი, რუსეთი ვერ ჩაიგდებს ხელში უკრაინას, მეორე – რუსეთი ვერ შეძლებს შეიარაღების ახალ რბოლაში ჩართვას და მესამე – დემოკრატია მოიგებს ამ ომს, რადგან ჩვენს დროში ერების დამონება ვერ მოხდება. ყველამ იცის, რომ რუსეთის ამბიციები არასდროს შემოიფარგლებოდა უკრაინით და ჩვენ გვჯერა, რომ მისი ეს ამბიციები სწორედ უკრაინაში დამარცხდება.” ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში – ერდოღანი
შემდეგი სტატიაისრაელში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა