რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება – პრემიერი

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება უკანონო რეფერენდუმებზე, სამხედრო წვრთნებზე, მავთულხლართების გაბმასა და ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვაზე გაამახვილა.

„დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა, რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში. ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებითთუ სხვადასხვა პროგრამებით.

განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში.

მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე მავთულხლართები და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი – საქართვლოს საგარეო უწყების განცხადება
შემდეგი სტატია“საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში”