რუსეთის აგრესია ყირიმით დაიწყო და ყირიმში უნდა დასრულდეს -ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სწორედ ყირიმიდან დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ეს ნახევარკუნძული იქნება ის ადგილი, სადაც დასრულდება ოკუპანტი ქვეყნის აგრესია.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ წინ უძღოდა ჰიბრიდული შეიარაღებული აგრესია 2014 წელს.

ნაუსედამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე იყენებს ყირიმზე კონტროლს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად და შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

„ყველაფერი ყირიმში დაიწყო 2014 წლის თებერვალში და ყირიმშივე უნდა დასრულდეს. უკრაინელი ხალხი იმსახურებს ყირიმის გათავისუფლებას და უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ნაუსედამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ომი აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა მიუღწეველია, თუ არ გავრცელდება მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია… ჩვენ დავანგრევთ უკრაინის ნახევარკუნძულზე რუსეთის ტირანიას – ზელენსკი