რუსეთის 50 უმდიდრესმა ბიზნესმენმა ერთ დღეში 12 მილიარდი დაკარგა

რუსეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენის საერთო ქონება 9 აპრილს 12 მილიარდით ნაკლები გახდა – Forbes-ის რუსული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ასეთი შედეგი გამოიღო აშშ-ს სანქციებმა მას შემდეგ, რაც ინვესტირებმა რუსული აქტივები გაყიდეს, დაეცა რუბლი და საფონდო ინდექსი РТС.

სანქციის ფარგლებში 6 აპრილს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ანტირუსული სანქციის სიაში 38 რუსი ბიზნესმენი შეიყვანა. ამერიკაში მათი ანგარიშები გაიყინა, ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს კი მათთან ბიზნესის წარმოება აეკრძალათ.
სანქციის ქვეშ 17 ჩინოვნიკი მოხვდა, მათ შორის შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკალაი პატრუშევი და სხვა. გარდა ამისა, სიაში შევიდნენ “გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, სენატორი სულეიმან კერიმოვი და სხვა.

banner
წინა სტატიაშითურქმენეთში მელომანების მასობრივი დაჯარიმება დაიწყო
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის მოადგილე პარლამენტს დღეს ანგარიშს წარუდგენს