რუსეთიდან პოლონელი დიპლომატი გააძევეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი პოლონელი ვიცე-კონსული ქვეყნიდან გააძევა. დიპლომატი ირკუტსკში მუშაობდა. “პოლონური რადიოს” ინფორმაციით, დიპლომატი რუსეთში “არასასურველ პირად” მიიჩნიეს. ვიცე-კონსულმა პოსტი უკვე დატოვა და მალე რუსეთსაც დატოვებს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშისტალინის პოპულარობამ რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
შემდეგი სტატიათოვისა და ქარბუქის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა