რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო შვედეთი მიტოვებულ სამხედრო ბაზას განაახლებს

შვედეთი, გაუარესებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, კუნძულ გოტლანდზე 150 სამხედროს განათავსებს. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა მიქაელ ბიუდენმა. გოტლანდი შვედეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იქ 2005 წლამდე სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, რომელმაც 2015 წელს კვლავ დაიწყო ფუნქციონირება. გასულ კვირას, შვედეთში გამოქვეყნდა მოხსენება, რომელშიც საუბარია რუსეთიდან მოსალოდნელი სამხედრო საფრთხის შესახებ.

banner
წინა სტატიაში(video) ამერიკაში ტელეწამყვანმა კლინტონის გარდაცვალება შემთხვევით გამოაცხადა
შემდეგი სტატიასაქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო