რუსეთიდან მომდინარე საფრთხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორები – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია განახლდა

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია უკვე განახლდა. სესიის მონაწილეები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორებზე იმსჯელებენ. მონაწილეებს სიტყვით უმრავლესობის ლიდერი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიმართავენ. საპარლამენტო სესიაზე უკვე დაიწყო ოპოზციის წარმომადგენლების მოხსენებები.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, ის ისაუბრებს იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით 2012 წლის შემდეგ შეძლო. არჩილ თალაკვაძის თქმით, გამოწვევად რჩება საარჩევნო სისტემა, რაზეც ის ასევე გააკეთებს აქცენტს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს შთამბეჭდავი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ისე დემოკრატიის ყველა კომპონენტით, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში, როგორიც არის მედიის თავისუფლება… რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო კანონმდებლობა “-აცხადებს თალაკვაძე.

მედიაზე განხორციელებული შეტევა და არაფორმალური მმართველობა – ამ საკითხები განხილვას აპირებს სესიაზე საპარლამენტო უმცირესობა.

სერგი კაპანაძის თქმით, გამოსვლისას ასევე ისაუბრებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის შესახებაც.

„ჩემი გამოსვლა შეეხება მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეტევას მედიაპლურალიზმზე, მექნება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, მექნება საუბარი კანონის უზენაესობის პრობლემაზე კერძოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე ძირითადი საკითხის წამოჭრას აპირებს. როგორც განაცხადა, ისაუბრებს სასამართლოში არსებულ კრიზისზე, მედიის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და ერთპარტიულად მიღებულ კონსტიტუციაზე.

„ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ძალიან დამაზიანებელ პროცესსა და შედეგს ასევე სასამართლოში გაღრმავებულ კრიზის, რომელზეც პასუხისმგებელი არის მატ შორის პარლამენტი, რომელიც არ აკეთებს შესაბამის საკანონმდებლო რეფორმებს, სერიოზული გამოწვევები ფიქსირდება მედიის მიმართულებით“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მარიამ ჭანტურიას ფარულ მიყურადებას ადასტურებს, თუმცა სასამართლო განჩინების გადაცემაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიასამეგრელოს პასტორალი – უიმედო და ყალბი „ოცნება“