15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

რუსეთიდან ყველა ტიპის ზეწოლა წავა პოლიტიკის და საეკლესიო პოლიტიკის დონეზე – არჩილ გამზარდია

რუსეთიდან ყველა ტიპის ზეწოლა წავა პოლიტიკის და საეკლესიო პოლიტიკის დონეზე – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას. 

პოლიტოლოგის თქმით, რადგან მიტროპოლიტი შიო ბევრი ადამიანისთვის აღიქმება რუსულ ეკლესიასთან ზედმეტად აფირილებურ პირად, ამ შემთხვევაში შესაძლოა რუსეთი ქმნიდეს ალტერნატივას –  “რომ აი აქ ჩვენ კი არ ვერევით, სხვები ერევიან – ანუ მსოფლიო პატრიარქი ერევა”.

პირველ რიგში, არიან ცოტა ჩამორჩენილები დროს, იმიტომ, რომ მეუფე აბრაამის კანდიდატურა დღეს ვერანაირად ვერ დადგება, არ აქვს არანაირი რესურსი, მათ შორის არ აკმაყოფილებს ელემენტარულ ასაკობრივ ცენზს. მეუფე გრიგოლთან დაკავშირებით მუდმივად არის საუბარი, რომ მას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა სინოდში, მაგრამ მეორე მხრივ აჩვენებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან რუსეთში, იმიტომ, რომ პატრიარქს წესი აუგო მსოფლიო პატრიარქმა. მართალია, ეს მას ისედაც ეკუთვნოდა, თუკი ის იქ იქნებოდა, მაგრამ ეს მაინც პოლიტიკური განხილვის საგანია. შესაბამისად, ისინი ხედავენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას განიხილავს იმ დიდ ერთიან სივრცედ, სადაც ის არის და რუსეთის ეკლესიისთვის დათმობას არ აპირებენ, აი ამ საეკლესიო პოლიტიკის კონტექსტში. ბუნებრივია,  ახლა წავა ყველა ტიპის ზეწოლა, მათ შორის რუსეთიდან პოლიტიკის დონეზე, საეკლესიო პოლიტიკის დონეზე , მათ შორის საქართველოშიც. 

ამან გახსნა ასეთი ტიპის დისკურსი, რომ მსოფლიო პატრიარქი ერევა და ამ დისკურსის ქვეშ ეცდებიან გატარონ ყველა, რომელიც ალტერნატიულობას, ანუ მიტროპოლიტ შიოს აფილაციაზე ისაუბრებს. კიდევ მეორე პროპაგანდისტული მეთოდი ამაში არის გამოყენებული  – რადგან მიტროპოლიტი შიო ბევრი ადამიანისთვის აღიქმება რუსულ ეკლესიასთან ზედმეტად  აფირილებურ პირად, ამ შემთხვევაში თუკი არის საუბარი რუსეთის ჩარევაზე, ახლა შექმნეს ერთგვარი ალტერნატივა რომ აი აქ ჩვენ კი არ ვერევით, სხვები ერევიან – ანუ მსოფლიო პატრიარქი ერევა”, – ამბობს tv პირველთან არჩილ გამზარდია.  

banner
წინა სტატიაშიიტალიამ აშშ-ს სამხედრო ბაზაზე დაშვება აუკრძალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს