რუსეთი ზედიზედ მესამე საჭადრაკო ოლიმპიდას გამოტოვებს.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ [FIDE] „სამარყანდი 2026“-ზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობაზე რუს მოჭადრაკეებს უარი უთხრა
“ჩვენი ეროვნული ნაკრებები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე არ იქნებიან”,– განუცხადა რუსულ მედიას რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ტკაჩოვმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება FIDE-ს საბჭომ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, ლეგენდარული ინდოელი დიდოსტატის, ვიშვანათან ანანდის ინიციატივით მიიღო. რიგით 46-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 2026 წლის 16-27 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაიმართება.
















