რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა – ზელენსკი

რუსეთის ფედერაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა, – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

“რუსეთი აგრძელებს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გამოყენებას თავისი აგრესიისთვის. სადგური ოკუპირებული აქვს. ინახავს იარაღს და სამხედროებს. ჩვენმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ტერორისტული აქტის მოწყობის სცენარს განიხილავს, ტერორისტულ აქტს რადიაციის გაჟონვით. ამისთვის ყველაფერი აქვთ მომზადებული”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო – როსვალი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა