ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამ უგუნურ ნაბიჯს წინ სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდული მზადება უძღოდა, მათ შორის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით განლაგება, რაც არ ტოვებს იმის ეჭვეს, რომ საქმე გვაქვს გაერო-ს წევრის, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიის აქტთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
მოსკოვი მოითხოვს ირანის გარშემო არსებული ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს.
ვაშინგტონმა და თელ-ავივმა სახიფათო ავანტიურა კიდევ ერთხელ გაითამაშეს, რაც რეგიონს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რადიაციულ კატასტროფასთანაც კი აახლოებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.














