რუსეთი უმცროსი და საშუალო ჩინის ოფიცრების მხრივ გამანადგურებელ დანაკარგებს იღებს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უმცროსი და საშუალო ჩინის ოფიცრების მხრივ გამანადგურებელ დანაკარგებს იღებს. აღნიშნულის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში არსებულ ვითრებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ ანგარიშში წერს.

„ომის მიმდინარეობის პერიოდში, რუსეთმა სავარაუდოდ განიცადა გამანადგურებელი დანაკარგები უმცროსი და საშუალო ჩინის ოფიცრებს შორის. უმცროს ოფიცრებს უწევდათ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა, რადგან რუსეთის არმია განიცდის მაღალკვალიფიციური და შესაბამისი უფლებების მქონე ოფიცრების ნაკლებობას, რომლებიც დასავლურ ჯარებში ამ როლს ასრულებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დაზვერვის განცხადებით, ახალგაზრდა თაობის პროფესიონალ ოფიცერთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ შესაძლოა, გააუარესოს რუსული არმიის მიმდინარე პრობლემები სარდლობისა და მართვის მოდერნიზების კუთხით. მათივე ცნობით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც იქმნებიან უკრაინაში გადარჩენილი დანაყოფებიდან, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტურები იქნებიან მეთაურების ნაკლებობის გამო.

„უკრაინაში რუსეთის ძალებს შორის ლოკალიზებული ამბოხების მრავალი სანდო ცნობების გათვალისწინებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს სულისკვეთების შემდგომ დაქვეითებას და შენარჩუნდება დისციპლინის ამჟამინდელი დაბალი დონე“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
შემდეგი სტატიანუ ეწევით ანტიდასავლურ პროპაგანდას – კობახიძე ჟურნალისტებს