რუსეთი უკრაინისთვის დაკავებული მეზღვაურების და გემების დაბრუნებაზე უარს ამბობს

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, რუსეთი უკრაინისთვის დაკავებული მეზღვაურების და გემების დაბრუნებაზე უარს ამბობს.
კრემლი ინციდენტს აფასებს, როგორც უცხო ქვეყნის გემების შეჭრას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებში – რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “ეს უცხოური გემები რუსეთის წყლებში შევიდნენ, ისინი ჩვენი მესაზღვრეების მოწოდებებზე არ რეაგირებდნენ და ა.შ და ამდაგვარი” – პესკოვმა თქვა.
უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეები რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად აგებენ პასუხს – პესკოვმა თქვა, მაგრამ ამავე დროს, მან პასუხი არ გასცა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, არიან თუ არა უკრაინელი სამხედროები მძევლები.

Reuters-ის ინფორმაციით, ორშაბთს ბერლინში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა გაიმართება, რომლის დროსაც რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატები ყირიმის სანაპიროზე შექმნილ სიტუაციას განიხილავენ. გარდა ამისა, დღესვე, ბრიუსელში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა გაიმართება.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებაზე მსჯელობს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ ქერჩის გამო საგანგებო სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაბერლინი ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია