რუსეთი უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე – დანილოვი

რუსეთის ფედერაცია უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი. მისი თქმით, რუსეთი აგროვებს იარაღს, რათა ცივი ამინდის დადგომასთან ერთად დაარტყას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. დანილოვის თქმით, უკრაინაც მაქსიმალურად ემზადება ამ სცენარისთვის.

“მაგრამ სიტუაცია არ არის კრიტიკული. ობიექტების უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას ჩვენი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ზამთრის პერიოდში პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაქირავების შესაძლებლობაც განიხილება – “აქ არაფერია უცნაური. ​​არ არის საჭირო გასაიდუმლოება. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ცა, მოქალაქეები, ქალაქები და სოფლები” ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს თუ დატოვებს, უკეთესი იქნება
შემდეგი სტატიაკობახიძე – გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება